მეღვინეობა “დების ღვინო” ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და ამ ეტაპზე, 5 სახის ღვინოს, კერძოდ ქისის, ხიხვს, კახურ მწვანეს, წარაფს(რქაწითელს) და საფერავს აწარმოებენ. სახელწოდებიდანაც მიხვდებოდით, რომ მეღვინეობა "დების ღვინო" საოჯახო ბიზნესია და კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარეობს. სხვათა შორის მცირე წარმოების მიუხედავად საერთაშორისო ბაზრების ათვისების გეგმებიც აქვთ.
სტუმრები: თამთა აივაზიშვილი - “დების ღვინის” თანადამფუძნებელი;
ანუკი აივაზიშვილი - “დების ღვინის” თანადამფუძნებელი