მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დეცენტრალიზაციის კუთხით იქ ვართ, სადაც ვიყავით... მთავრობა ძალაუფლებას ვერ ელევა“ - ირაკლი მელაშვილი

646e672fdde59
ალა ისპირიანი
24.05.23 23:45
541
თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტმა ირაკლი მელაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციითა და დაინტერესებული ორგანიზაციების, სპეციალისტების ჩართულობით, 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და მისი განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა მომზადდა. დეცენტრალიზაციის სტრატეგია ეფუძნება 2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში წარდგენილ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან ხედვას.

სტრატეგიის მიზნებია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, თვითმმართველობების ფინანსური დეცენტრალიზაცია და უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, რომ დეცენტრალიზაციის კუთხით არაფერი შეცვლილა.

„დეცენტრალიზაციის კუთხით იქ ვართ, სადაც ვიყავით, რადგან არცერთი დოკუმენტი და აქტია მიღებული, რომელიც თვითმმართველობების დამოუკიდებლობას, უფლებამოსილებებს და ფინანსურ ავტონომიას გაზრდის. იქ ვართ სადაც ვიყავით და აქ ვიყავით 2004-2005 წლიდან. თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც 2024 წელს იქნა მიღებული, არცერთი ის პუნქტი, რომელიც ფინანსურ და ქონებრივ დეცენტრალიზაციის კუთხით იყო შიგ ჩაწერილი შესრულებული არ არის.

ცენტრალური ხელისუფლება მუდმივად ამბობს რომ, რომ გადაწყვეტილების მიმღები და ფულის მომცემი მუდმივად მე უნდა ვიყო და შენ არ უნდა გქონდეს იმის თავისუფლება საკუთარი შემოსავალი ჩემგან დამოუკიდებლად გქონდეს და ეს შენ თვითონ განკარგო. თუ ისეთი თვითმმართველობა გვექნება, როგორიც მთელ ცივილიზებულ სამყაროში, მაშინ არჩევნების დროს ეს თვითმმართველობა ადმინისტრაციული რესურსის გამოსაყენებლად არ ვარგა.

თუ ვინმე ბიზნესმენს რამის გაკეთება მოუნდება ის ცენტრალური ხელისუფლებისადმი ლოიალურად უნდა იყოს განწყობილი. ამ "ლოიალის" ვერტიკალის შენარჩუნება 20 წელია არის ამ ქვეყანაში და შედეგად მივიღეთ ის რაც მივიღეთ. 350-ზე მეტი შენობა, რომლის ღირებულება მილიარდ ლარს აღემატებოდა, იმის მაგივრად რომ თვითმმართველობისთვის გადაგვეცა და რაღაც გაკეთებულიყო - ოფისი ან სკოლა, ან ნებისმიერი რამ . იმის მაგივრად, რომ ამ ქონებას ემუშავა ვერც ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოიყენა, გააფუჭა, გაანადგურა და ახლა 5 მილიონის გადახდა უწევს რომ დაანგრიოს. არცერთი ცენტრალურ ხელისუფლებას ასეთი რამ არ გაუკეთებია. ამის გამო ყველა ეკონომიკის მინისტრი და ყველა პრემიერ მინისტრი პასუხისგებაშია მისაცემი“, - განაცხადა მან.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები