მალე თბილისს ახალი სატრანსპორტო სქემა ექნება - მიკროავტობუსები ცენტრალურ უბნებში აღარ იმოძრავებენ, შემოვა დიდი, 22-მეტრიანი ავტობუსები, პრიორიტეტი მიენიჭება საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ა.შ. სრული სურათი ახალი სატრანსპორტო სქემის შესახებ ფრანგულმა კომპანია “სისტრამ” უნდა დადოს. ამის პარალელურად მერიამ უნდა გადახედოს თბილისის მიკროავტობუსთან 2011 წელს დადებულ ხელშეკრულებას. რა იცვლება 8 წლის წინ დადებულ დოკუმენტში დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, ცვლილებებისთვის მზადყოფნას თბილისის მიკროავტობუსშიც გამოთქვამენ.


































