მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონებას უკანონოდ კომერციული საქმიანობისთვის იყენებენ - 2018-2019 წლების აუდიტი

6054fc5ba584f
თამთა ჯიჯავაძე
19.03.21 23:40
718
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება უკანონოდ კომერციული საქმიანობისთვის გამოიყენება, - ამის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობის 2018-2019 წლების აუდიტის ანგარიშში აღნიშნული.

კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული 244 კვ.მ, 178 კვ.მ და 124 კვ.მ ფართები უნებართვოდ გამოიყენება ღია ტიპის კაფეებად. ფართის უკანონოდ გამომყენებელი არ იხდის ქირას და მუნიციპალიტეტი ვერ იღებს შემოსავალს.

ამგვარად აუდიტის დასკვნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ნაწილი, არაუფლებამოსილი პირების მიერ უკანონოდ გამოიყენება კომერციული საქმიანობისათვის. „რამდენადაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მდგომარეობა შემოწმდა შერჩევით, მაღალია რისკი, რომ არაუფლებამოსილი პირები იყენებდნენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა ობიექტებსაც. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების კანონიერად განკარგვის მიზნით არ არის გატარებული შესაბამისი ღონისძიებები“, - აღნიშნულია დასკვნაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები