მიმდინარე წელს ქალაქ დედოფლისწყაროში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაიწყება. აღნიშნული ცენტრის მშენებლობისთვის საჭირო ფართის სახელმწიფო განვითარების სააგნტოსთვის სარგებლობაში გადაცემას კენჭ გუშნ დედოდლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ უყარა. საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ პაპიაშვილის განცხადებით, საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 30 წლის ვადით უსასყიდლო სარგებლობაში (აღნაგობის ფორმით) გადასცეს ქ.დედოფლისწყაროში, შირაქის ქუჩის შესახვევში მდებარე 2839კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მისი თქმით, აღნიშნულ ადგილას სახელმწიფო განვითარების სააგენტო საზოგადოებრივ ცენტრს ააშენებს. აღნიშნული ცენტრი კახეთში რიგით მე-13 იქნება.
https://knews.ge/?p=38739.


































