მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

DeepSeek-დან სენსიტიურმა ინფორმაციამ გაჟონა

chatgpt

კიბერუსაფრთხოების ამერიკული კომპანია Wiz-ის ინფორმაციით, ჩინური AI სტარტაპიდან, Deepseek-დან სენსიტიურმა ინფორმაციამ გაჟონა.

როგორც Wiz-ის ბლოგპოსტიდან ირკვევა, DeepSeek-ის მონაცემთა ბაზების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ინფორმაციის მილიონობით სტრიქონი სრულიად დაუშიფრავი და ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო. მათ შორის, საჯარო იყო შეტყობინებები მომხმარებელსა და ჩატბოტს შორის.

Wiz-ის ტექნოლოგიური ხელმძღვანელის ინფორმაციით, ჩინურმა სტარტაპმა მონაცემები მას შემდეგ დამალა, რაც მათ ამის შესახებ ამერიკულმა კომპანიამ აცნობა: “ერთ საათზე ნაკლებ დროში აიღეს, თუმცა ინფორმაციის პოვნა იმდენად მარტივი იყო, გვჯერა, რომ ერთადერთი არ ვართ, ვინც ეს შეძლო”.

DeepSeek ხელოვნური ინტელექტის ჩინური სტარტაპია, რომელიც კონკურენციას AI გიგანტ OpenAi-სა და მის დიდი ენის მოდელ ChatGpT-ს უწევს. ჩინური სტარტაპის სწრაფი წარმატება ამერიკული კომპანიებისთვის შეშფოთების საგანია. ჩატბოტის გაშვებიდან რამდენიმე დღეში, Apple Store-ის მონაცემებით, deepseek-მა გადმოწერებით chatgpt-ს გადაასწრო.

Deepseek-ის ბიზნესმოდელი ექსპერტებისთვის კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან ჩატბოტს იგივე ფუნქციები აქვს, რაც ChatGPT-ის, თუმცა მისი მართვა გაცილებით იაფია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები