მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Defender Experience 2025: როგორ იყო მონაწილეობა "ჯი-თი მოტორსის" Off-Road ტურში?

Defender

სექტემბრის დასაწყისში ზემო აჭარის მთებს, გზებსა და უღელტეხილებს Land Rover Defender-ების მრავალფეროვანი კოლონა დაეუფლა. „ჯი-თი მოტორსმა“ უკვე მესამედ მოაწყო ყოველწლიური Off-Road ტური - Defender Experience 2025, რომელიც არა მხოლოდ ავტომობილების ტესტდრაივი, არამედ საქართველოს აღმოჩენის უნიკალური შესაძლებლობაა.

ტური, ტრადიციულად, თბილისიდან დაიწყო. Defender-ების 150-მანქანიანი კოლონა დასავლეთისაკენ გაემართა და პირველი გაჩერება მწვანე ტბა აღმოჩნდა - ადგილი, სადაც ბუნების სიმშვიდე და Defender-ების სიმძლავრე ერთიანად იგრძნობოდა. აქ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მრავალფეროვან რელიეფზე გამოეცადათ საკუთარი უნარები, ავტომობილების შესაძლებლობები და მათ წინაშე არსებული გზის უნიკალურობა.

შემდეგი ეტაპი გოდერძის უღელტეხილი იყო, სადაც რთული გზა კიდევ უფრო საინტერესო გახდა. საბოლოოდ, სამდღიანი თავგადასავალი ბათუმში დასრულდა, ზღვისპირა ქალაქში, სადაც უგზოობა ზღვის ნაპირმა ჩაანაცვლა.

აქვე, ორიოდე სიტყვა ამ თავგადასავალში მონაწილე ავტომობილებზეც უნდა ვთქვათ. Defender 90 თავისი მოკლე ბაზითა და კომპაქტური დიზაინით განსაკუთრებით მოქნილი აღმოჩნდა. ის ყველაზე ვიწრო ბილიკებზეც კი თავდაჯერებულად მოძრაობდა, ხოლო მისი ძრავა, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მოგზაურობას სპორტულ ხასიათს სძენდა. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებაში მას მხოლოდ 6 წამი სჭირდება, ხოლო 38-გრადუსიანი წინა და 40-გრადუსიანი უკანა გამავლობის კუთხე მას საშუალებას აძლევს, ყველაზე რთული რელიეფიც მარტივად დაძლიოს.

Defender 110, მოგეხსენებათ, ჟანრის კლასიკას წარმოადგენს, რომელიც Off-Road ტურის განმავლობაში ყველაზე უნივერსალურ ავტომობილად იქცა. ტევადი ინტერიერი ყველა მონაწილეს აძლევდა საშუალებას, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად, თავისუფლად ემგზავრათ. 110-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბალანსი სივრცესა და გამავლობას შორის მისი მთავარი უპირატესობაა.

ტურის ყველაზე გამორჩეული მონაწილე Defender OCTA იყო, რომელიც Off-Road-ჯადოქარია! მისი 4.4-ლიტრიანი, V8-ტიპის ძრავა, რომელიც 635 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის მხოლოდ 4 წამი სჭირდება, ავტომობილს არნახულ შესაძლებლობებს აძლევს. OCTA-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რატომ არის საავტომობილო სამყაროში Defender-ის სახელი ლეგენდარული და მუდამ რელევანტური.

ღონისძიებას Land Rover-ის ოფიციალური ინსტრუქტორები და JLR-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რაც მონაწილეებისთვის დამატებით გამოცდილებას და სწავლის შესაძლებლობას ქმნიდა. რთული რელიეფის პირობებში მათ მიერ გაზიარებულმა რჩევებმა მძღოლებს თავდაჯერებულობა შემატა და მოგზაურობა უფრო საინტერესო გახადა. თავად ტურის გენერალური პარტნიორი წელს „საქართველოს ბანკი“იყო, ხოლო მხარდამჭერი - სადაზღვევო ჯგუფი „ალდაგი“.

საერთო ჯამში, Defender Experience 2025 არა მხოლოდ ავტომობილების შესაძლებლობების გამოცდა, არამედ დაუვიწყარი მოგზაურობა იყო, რომელმაც აჩვენა, რომ სწორად შერჩეული ავტომობილი არა უბრალოდ ტრანსპორტი, არამედ თავისუფლების სიმბოლოა.

ფოტოგრაფი: რეზი ყენია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები