PMCG კვლევითი ცენტრის კვლევის მიხედვით, დეკემბერში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი გაიზარდა როგორც თვის, ისე წლის ჭრილში.
კერძოდ, ინდექსი გაიზარდა 4.3%-ით წინა თვესთან შედარებით; ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში. ამასთან, ინდექსი გაიზარდა 3.9%-ით წინა წელთან შედარებით; ყველაზე დიდი წლიური ზრდა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, თბილისსა და აჭარაში.
საგულისხმოა, რომ სასტუმროების ფასების ინდექსი გაიზარდა 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის და შემცირდა საოჯახო სასტუმროებისთვის, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
"2025 წლის დეკემბერში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.2%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი 1.7%-ით შემცირდა. მთლიანობაში, 2025 წლის დეკემბერში სასტუმროს ფასების ინდექსი 4.3%-ით გაიზარდა 2025 წლის ნოემბერთან შედარებით.
დეკემბერში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 11.4%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი 5.2%-ით შემცირდა. მთლიანობაში, 2025 წლის დეკემბერში სასტუმროს ფასების ინდექსი 3.9%-ით გაიზარდა 2024 წლის დეკემბერთან შედარებით", - აღნიშნულია კვლევაში.
დეკემბერში სასტუმროების საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 99 ლარი შეადგინა, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 150 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 245 ლარი.
5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი იყო 504 ლარი. ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში - 1040 ლარი, მცხეთა-მთიანეთში - 1001 ლარი და თბილისში - 639 ლარი.
ადგილიანი ნომრის საშუალო ფასები რეგიონების მიხედვით (2025 წლის დეკემბერში, ლარში)

კვლევაში წარმოდგენილი საშუალო ფასი მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3-, 4-, 5-ვარსკვლავიანი და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვებით. ანალიზში შედის booking.com-ზე რეგისტრირებული სტრატიფიცირებულად არჩეული 568 3-, 4-, 5-ვარსკვლავიანი და 371 საოჯახო ტიპის სასტუმრო. საშუალო ფასები გამოითვლება მიმდინარე თვეში ხელმისაწვდომი სასტუმროების საშუალებით.




























