მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ რეგიონებშია სასტუმროში განთავსება ყველაზე ძვირი და იაფი - PMCG მიმოხილვა

hotel

PMCG კვლევითმა ცენტრმა, ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევითი ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის დეკემბერში, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 7%-ით გაიზარდა.

თუმცა წლიურ ჭრილში, ფასები შემცირებულია. 2023 წლის დეკემბერში, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 7%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.5%-ით შემცირდა.

წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (19.6%), ყველაზე ნაკლები კი თბილისში (-11.5%).

აღსანიშნავია, რომ თვიური სფი (სამომხმარებლო ფასების ინდექსი) ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთში (25.1%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი სამეგრელო-ზემო სვანეთში (0.0%)

გასულ თვეს, სასტუმროების ფასები ასე გამოიყურებოდა:

2023 წლის დეკემბერში, საქართველოში 3- ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 157 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 253 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა დეკემბერში 123 ლარი შეადგინა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი კი 407 ლარი იყო. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 547 ლარი შეადგინა, თბილისში - 529 ლარი, გურიაში - 409, ხოლო აჭარაში - 325.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები