Colliers Georgia-ს მიერ Recov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის დეკემბერთან შედარებით 42%-ით გაიზარდა და 1,830 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 65.4%-ით 116 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
უფრო დეტალურად, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 44.2%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 15.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად 75.2%-ით გაიზარდა. მეორეულ ბაზარზე კი 18.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე 170 ტრანზაქცია სახელმწიფომ დაირეგისტრირა. მეორეულ ბაზარზე კი ქართველი მყიდველების რაოდენობა არ მომატებულა, და ზრდა მთლიანად უცხოელი მყიდველებით იყო განპირობებული.
რაც შეეხება ფასებს, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 15.4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,231 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი 24.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 10.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.




























