საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში სისხლისსამართლებრივი დევნა 1438 პირის მიმართ დაიწყო, რაც 2023 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 670-ით ნაკლებია. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 70 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 4,9%-ს შეადგენს.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის დეკემბრის სისხლის სამართლის სტატისტიკის მიხედვით, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე დევნა სულ 44 ადამიანის მიმართ დაიწყო, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (86) შედარებით, თითქმის განახევრებულია.
დევნის დაწყების მიზეზი ყველაზე მეტ, 24 შემთხვევაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ანუ ფულის გათეთრებას უკავშირდება. მას მოსდევს აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება/რეალიზაციის 13 შემთხვევა. 7 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამო დაიწყო.




























