მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“დეკემბერში შიდა ფრენებზე საშუალო დატვირთვა 85%-მდე იყო”- აკ-ეარ ჯორჯია

შიდა ფრენები

ავიაკომპანია „აკ-ეარ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ შიდა ფრენებზე მოთხოვნა გაზრდილია. კომპანიის ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერის, ირინა მღებრიშვილის განცხადებით, დეკემბერში რეისების საშუალო დატვირთვა 85%-ს აღწევდა.

მისივე ინფორმაციით, დეკემბერში ამბროლაურისა და ბათუმის მიმართულებით ყველა დაგეგმილი რეისი შესრულდა, ხოლო მესტიის მიმართულებით გარკვეული შეფერხებები მეტეოროლოგიურმა პირობებმა გამოიწვია.

როგორც ირინა მღებრიშვილი განმარტავს, 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მესტიის მიმართულებით დაგეგმილი ცხრა რეისიდან მხოლოდ სამი შესრულდა, რადგან აღნიშნულ პერიოდში სვანეთში თოვამ და არახელსაყრელმა ამინდმა ფრენები შეაფერხა. ამავე პერიოდში ამბროლაურისა და ბათუმის მიმართულებით რეისები სრულად შესრულდა.

“მესტიის მიმართულებაზე სანამ სვანეთში თოვლი არ მოვა, მანამდე მოთხოვნა ნაკლებია. ისიც დაემთხვა, რომ 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით არსებული ცხრა რეისიდან შევასრულეთ მხოლოდ სამი, მესტიაში ამ პერიოდში დაიწყო თოვა და მეტეოპირობებმა გააჩერა რეისები. ამბროლაურის მიმართულებით ყველა რეისი შესრულდა, ბათუმის მიმართულებითაც დეკემბერში ყველა რეისი შესრულდა.

დეკემბერში საშუალო დატვირთვა რეისებზე 85%-მდე იყო, იანვარში ყველა მიმართულებაზე ჯამურად დატვირთვა ჯერჯერობით 80%-ზე მეტი გვაქვს, ამასაც მესტიის 100%-იანი დატვირთულობა უზრუნველყოფს. ბათუმზე უფრო ნაკლები 75-70%-ია, ამბროლაურზე კი 65-70%. ქუთაისი-მესტია, ნატახტარი-მესტია და უკუმიმართულებით ფრენა 100%-იანი დატვირთვებით ოპერირებს”, - ამბობს “აკ-ეარ ჯორჯიას” ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი ირინა მღებრიშვილი bm.ge-სთან.

„აკ-ეარ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ იანვარში დატვირთვის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ამ დროისთვის, ყველა მიმართულების ჯამური დატვირთვა 80%-ზე მეტია, რაც ძირითადად მესტიის მიმართულებით 100%-იან მოთხოვნას უკავშირდება.

კომპანიის ინფორმაციით, ბათუმის მიმართულებით რეისების დატვირთვა 75-70%-ის ფარგლებშია, ამბროლაურზე – 65-70%, ხოლო ქუთაისი–მესტია და ნატახტარი–მესტიის მიმართულებით ფრენები ორივე მიმართულებით სრულად, 100%-იანი დატვირთვით სრულდება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები