მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში თბილისში ქირის ფასი 10%-ით შემცირდა - თიბისი კაპიტალი

თბილისი

TBC Capital-ის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 7%-ით 3940-მდე გაიზარდა. ასევე მცირედით 1%-ით გაიზარდა საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი და კვ.მ 1 223 დოლარი შეადგინა.

მათგან განსხვავებით დეკემბერში 10%-ით გაიაფდა ქირის ფასი და კვ.მ-ზე 11 დოლარი იყო. ქირა ნოემბერთან შედარებითაც გაიაფებულია 3%-ით.

გაყიდული 3 940 საცხოვრებლიდან 981 ახლად აშენებულია, ხოლო 2 959 ძველი იყო.

TBC Capital-ის თანახმად, ფასი ძველ ბინებზე უფრო მაღალია. მაგალითად, 2024 წლის დეკემბერში ძველი საცხოვრებლების საშუალო ფასი 1 271 დოლარი იყო (კვ.მ), ხოლო ახლად აშენებულის 1 067 დოლარი. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი 50-75 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი გაიყიდა, რომელზეც მთლიანი გაყიდვების 40%-ზე მეტი მოდის. გაყიდული ბინებით კვლავ დიდ დიღომი ლიდერობს. ყველაზე ძვირი საცხოვრებელი კვლავ მთაწმინდასა და ვაკეშია დაახლოებით 2 ათასი დოლარი კვ.მ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები