მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეკემბერში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები წლიურად 12.7%-ით გაიზარდა - Colliers

თბილისი

Colliers Georgia-ს მიერ Recov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,495 ერთეული შეადგინა და წინა წლის დეკემბერთან შედარებით 12.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 21.8%-ით, 350 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

უფრო დეტალურად, დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის დეკემბერთან შედარებით 15.4%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 10.4%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 24.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობა 2.9%-ით გაიზარდა ძველ პროექტებში.

ამასთან, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 9.5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 17.9%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 21.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 24%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ

ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი კი 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 12.3%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 7.7%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - მცირე 0.1%-იანი კლება დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები