საქართველოს პრემიერობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დემოგრაფია რთული საკითხია, რომლის გადაჭრის გზაც მხოლოდ ეკონომიკური ზრდა არ შეიძლება იყოს. ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ის აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ შემუშავებულ სამთავრობო პროგრამაში დემოგრაფია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, რაზეც გამახვილდება ყურადღება.
მისი თქმით, ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლებელია პირიქით, ნეგატიური ტენდენციები წაახალისოს, შესაბამისად, ამის აღმოსაფხვრელად, კომპლექსური ხედვაა საჭირო.
„შემოდგომაზე, მინდა კომპლექსური ხედვის წარდგენა, როდესაც უკვე 4 წლიან სამთავრობო სამოქმედო პროგრამას პარლამენტში წარმოგიდგენთ. საკითხი დასამუშავებელია და როგორც კი დავამუშავებთ, პირველ რიგში მაშინვე შეგვიძლია საზოგადოებას გეგმა წარვუდგინოთ, რომელიც დემოგრაფიული გეოგრაფიის გაუმჯობესებასთან იქნება დაკავშირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.