მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დემოკრატია, სეკულარიზმი და მშვიდობა ისრაელთან – როგორი უნდა იყოს ახალი ირანი, ფეჰლევის აზრით?

რეზა

ირანის სამეფო ტახტის მემკვიდრე, რეზა ფეჰლევი, საერთაშორისო მედიასთან საუბრისას იმ ფუნდამენტურ პრინციპებს აჟღერებს, რომლებზეც, მისი აზრით, „ახალი ირანი“ უნდა აშენდეს.

მისი ხედვა რადიკალურად განსხვავდება არსებული თეოკრატიული რეჟიმისგან და მიმართულია ქვეყნის სრული პოლიტიკური და სტრატეგიული რეორიენტაციისკენ. ფეჰლევის განცხადებით, მომავალი ირანის სტაბილურობა ოთხ ძირითად პრინციპს უნდა დაეფუძნოს, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტი იქნება.

პირველი და უმთავრესი პრინციპი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაა, რაც სახელმწიფოებრიობის საფუძველს წარმოადგენს. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი რელიგიისა და სახელმწიფოს მკაფიო გამიჯვნა, ანუ სეკულარიზმია. ფეჰლევის თქმით, ეს დემოკრატიის უალტერნატივო წინაპირობაა, რადგან ირანელმა ხალხმა უკვე გადაიხადა მძიმე ფასი რელიგიური დიქტატურის პირობებში ცხოვრებისთვის. მესამე სვეტი კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობასა და ინდივიდუალური თავისუფლებების ხელშეუხებლობას გულისხმობს, ხოლო მეოთხე – დემოკრატიული პროცესის შექმნას.

სამეფო ტახის მემკვიდრის აზრით, ახალი ირანის საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზება უნდა იყოს.

ფეჰლევი ხაზს უსვამს, რომ ისრაელთან სტრატეგიულ პარტნიორობას „კრიტიკული მნიშვნელობა“ აქვს. ის იხსენებს ისტორიულ ფაქტს, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს ირანმა თავშესაფარი მისცა ნაცისტური რეჟიმისგან დევნილ ებრაელებს და მიიჩნევს, რომ ორ ერს შორის მშვიდობა არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელია რეგიონული უსაფრთხოებისთვის.

ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა - ბირთვული პროგრამა, ფეჰლევის აზრით, მოგვარებას საჭიროებს. მისი პოზიციით, ირანის ბირთვული პროგრამა სამხედრო მიზნებისთვის მთლიანად უნდა დასრულდეს და დაიშალოს, რადგან ქვეყანას ატომური იარაღის შექმნის არანაირი საჭიროება არ გააჩნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები