მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემოკრატიის საწინააღმდეგო კანონია - ბიძინა კულუმბეგოვი "რუსულ კანონზე"

კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გამჭვირვალობის კანონს საფრთხის მომტანს უწოდებს. ექიმი აცხადებს, რომ ის დემოკრატიის საწინააღმდეგო კანონია.

"ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ჩვენს ისტორიულ მისიას და დანიშნულებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ჩემთვის მიუღებელია. როდესაც ჩვენი ქვეყნის გულმხურვალე მეგობრები და მხარდამჭერები გვეუბნებიან ,რომ ეს კანონი არ არის ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და შემაფერხებელი იქნება, არ უნდა იყოს მიღებული. ჩვენი ქვეყნის დემოკრატია არის მყიფე, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა შტო დაბალანსებული უნდა იყოს. ნებისმიერი კანონი, რომელიც არასამთავრობო სექტორსა და მედიას დაასუსტებს, ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხე ემუქრება.

არ მინდა არცერთი ევროპარლამენტარის და ვინმეს შეხსენება. თუნდაც ეს კანონი ავთენტიკური და ქართული იყოს, მას მაინც შევეწინააღმდეგები. აქ არ არის აკვიატება, რომ ის რუსულია. როგორც ერთი ადამიანი, ვიზიარებ, რომ ეს არის დემოკრატიის საწინააღმდეგო კანონი", - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვით, "ქართული ოცნება" სპეციალურ რეესტრში მისთვის მიუღებელ მოქალაქეებს დაარეგისტრირებს. მისი თქმით, ეს ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც ხორცს "რუსული კანონი" საბოლოოდ შეასხამს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები