მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, საქართველო EU-ის €121 მილიონის დახმარებას დაკარგავს - ევროკავშირის წარმომადგენლობა

ევროკავშირი საქართველო

საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად - ამ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ქარდებზე მოცემულია ინფორმაცია, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების შესახებ და აღნიშნულია, რომ ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება.

"121.3 მილიონი ევრო შეჩერდა/გადანაწილდა დემოკრატიულ სტანდარტებთან მიმართებით უკუსვლის საპასუხოდ, განსაკუთრებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საუბარია თანხებზე, რომელიც გლობალური ევროპა - სამეზობლო, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის ფარგლებში გამოიყოფა. მიმღებ ქვეყნებს შორის კი საქართველოსთან ერთად არიან აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და სომხეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები