მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დემოკრატიული უკუსვლის გამო, საქართველო-გერმანიის კავშირი ზარალდება - პიტერ ფიშერი

გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი, თბილისსა და გერმანულ ქალაქ ზაარბრიუკენს შორის თანამშრომლობის გაფორმების 50 წლისთავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კავშირი, რომელიც ქართველ და გერმანელ ხალხს შორის ჩამოყალიბდა, დღეს უარესდება.

"50 წლის წინ ამ დღეს ზაარბრიუკენსა და თბილისს შორის დაძმობილების ხელშეკრულებას მოწერა ხელი, რამაც ხალხი ერთმანეთთან დააკავშირა. დღეს ეს კავშირი, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო, ზარალდება, რასაც გერმანია და ევროკავშირი ადასტურებენ. გერმანია ქართველ ხალხთან კავშირის დამყარებას გააგრძელებს", - წერს ფიშერი X-ზე.

ელჩი თავის "ტვიტს" თან გერმანიის საელჩოს განცხადებას ურთავს, რომელშიც აღნიშნულია, რომ "თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის პარტნიორობის გაფორმება იყო მეგობრობის პირველი ოფიციალური ხელშეკრულება დასავლეთ გერმანიის ქალაქსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქალაქს შორის".

"გერმანიის საელჩო თბილისში გააგრძელებს მუშაობას, რათა ხელი შეუწყოს ქართველი ხალხის სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს ევროპისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობა", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები