მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემპინგის პირველი საქმე - კონკურენციის სააგენტომ შესწავლა შეწყვიტა

დემპინგი

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დემპინგის თემასთან დაკავშირებული პირველი საქმე დაასრულა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თემა ეხება ადგილობრივი ინდუსტრიის მხრიდან დაფიქსირებული განაცხადის საფუძველზე დაწყებულ შესწავლას, რომლის მიხედვითაც სომხეთიდან ხდებოდა ფილტრიანი სიგარეტების დემპინგური იმპორტი, 2022 წლის 14 მაისი - 2023 წლის 14 მაისის პერიოდში.

"საკითხის შესწავლის პროცესში, სააგენტომ ინფორმაცია დაამუშავა როგორც ადგილობრივი, ასევე ექსპორტიორი ქვეყნის წყაროებზე დაყრდნობით. შესწავლის მიმდინარეობის ეტაპზე გამოიკვეთა დაინტერესებულ მხარეთა მაღალი ხარისხის ჩართულობა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი. შესწავლის დაწყების შემდეგ, რომლის შესახებ ინფორმირებული იქნა ყველა დაინტერესებული მხარე, ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ განცხადების გახმობის შემდეგ, სომხეთიდან იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტების სავარაუდო დემპინგური ფასის შესახებ შესწავლა შეწყდა.

კერძოდ, განმცხადებლის მითითებით, მის მიერ დასმულ პრობლემურ საკითხებთან მიმართებით, სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლის დაწყების შედეგად - ბაზარზე კონკურენტული გარემო გაუმჯობესდა, ბაზარზე არსებული ვითარება იცვლება, რაც იძლევა კეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლებლობას ბაზრის მონაწილეებს შორის",-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყება განმარტავს, რომ შესაწავლის დაწყებამდე, განცხადების მატერიალური დასაშვებობის განხილვის ეტაპზე სააგენტოს გააჩნდა კვლევებით გამყარებული ინფორმაცია, რომ  72 740 ყუთი (36 მლნ. კოლოფი)  რამდენიმე დასახელების ფილტრიანი სიგარეტის საშუალო შეწონილი საინვოისო ღირებულება 0.579 ლარი იყო (1 კოლოფი), ხოლო იმავე საქონლისათვის ნორმალური ღირებულება იმპორტირებული რაოდენობების შესაბამისად შეწონილი საშუალო სიდიდე ვაჭრობის იმავე, შესადარ დონეზე შეადგენდა 0.810 ლარს (1 კოლოფი). შესაბამისად, შესწავლის პერიოდში აღნიშნულ პროდუქტებზე დემპინგური ზღვარი შეადგენდა 39,77%-ს.

"გამომდინარე აქედან, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, პროდუქციის დემპინგურ ფასად იმპორტის ადგილობრივი ინდუსტრიის შესაძლო ზიანის და მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის.

რაც შეეხება, ამავე პერიოდში, სომხეთიდან იმპორტირებული სიგარეტის ჯამურ მაჩვენებლებს. იგი შესწავლის პერიოდისთვის, დაახლოებით, 100 000 ყუთს, ანუ 50 მლნ კოლოფზე მეტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ როგორც ანალიზის შედეგები ცხადყოფს, 2020-2022 წლებში, სომხეთის რესპუბლიკიდან ფილტრიანი სიგარეტების ჯამური იმპორტის დინამიკა, როგორც რაოდენობრივ ისე ღირებულებით ჭრილში, ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა.

განაცხადი სავარაუდო დემპინგთან დაკავშირებით კონკურენციის ეროვნულმა სააგენტოს მიმდინარე წლის 15 მაისს მიიღო, შესწავლა 29 ივნისს დაიწყო, საჩივრის გახმობის წერილის საფუძველზე კი შესწავლის შეწყვეტა 18 სექტემბერს მოხდა.

შესაწვლის პერიოდში, საქართველოში სულ 264  მლნ. ლარის სიგარეტის იმპორტი განხორციელდა (276 მლნ. კოლოფი), იმპორტში ყველაზე მეტი წილი თურქეთს - 54%, სომხეთს - 19%, უზბეკეთს - 10%, პოლონეთს - 7% და უკრაინას - 4% უჭირავს. ადგილობრივი ინდუსტრიის წილი ბაზარზე - 10%-ის ფარგლებშია",-ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოს კონკურენციის სააგენტო 2021 წლის 1-ელი ივნისიდან უფლებამოსილია, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულება უზრუნველყოს, თუმცა იმისთვის, რომ კონკურენციის სააგენტოში დემპინგურ იმპორტზე განაცხადი დაფიქსირდეს, კომპანიამ დემპინგური იმპორტი ფაქტებით უნდა დაასაბუთოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები