მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემპინგზე არცერთი განაცხადი არ შემოსულა - ირაკლი ლექვინაძე სამ მიზეზს ასახელებს

63592f282ec78
ლიკა მეგუთნიშვილი
26.10.22 16:19
594
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების შემდეგ, სააგენტოში დემპინგთან დაკავშირებით არცერთი განაცხადი არ შესულა.

ირაკლი ლექვინაძე BMG-თან იმ ფაქტორებს ასახელებს, რის გამოც, მისი აზრით, კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ, სააგენტოში არც ერთი ადგილობრივი ინდუსტრიის განაცხადი არ დარეგისტრირებულა.

„სხვადასხვა ინდუსტრიებთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, პერიოდულად ვცვლით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება ამა თუ იმ ბაზარზე. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არც ერთი ოფიციალური განაცხადი კონკურენციის სააგენტოში დემპინგთან დაკავშირებით არ შემოსულა. ჩვენ ამას რამდენიმე ფაქტორს ვუკავშირებთ; პირველი - კანონმდებლობამ გარკვეულწილად პრევენციული როლი შეასრულა და იმპორტიორები ამ მიმართულებით ახლა უფრო მეტი ყურადღებით არიან; მეორე - მსოფლიო ბაზარზე კონიუნქტურა შეიცვალა. იმ კრიტიკული ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა მძიმე მეტალურგია თუ სამშენებლო მასალების წარმოება, დღეს ეს საკითხი ისეთი აქტუალური აღარაა, როგორიც კანონმდებლობის მიღებამდე იყო; მესამე - რიგ კომპანიებს არ აქვთ ის საკმარისი მტკიცებულებები, რაც დემპინგურ იმპორტზე განაცხადის დასარეგისტრირებლად აუცილებელია“, - აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტო 2021 წლის 1-ელი ივნისიდან უფლებამოსილია ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულება უზრუნველყოს, თუმცა იმისთვის, რომ კონკურენციის სააგენტოში დემპინგურ იმპორტზე განაცხადი დაფიქსირდეს, კომპანიამ დემპინგური იმპორტი ფაქტებით უნდა დაასაბუთოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები