მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დენის იმპორტში აზერბაიჯანის არყოფნა ტექნიკური/სისტემური ფაქტორით იყო განპირობებული - Galt & Taggart

ელექტროენერგია

იმპორტიორთა სიაში აზერბაიჯანის არყოფნა, განპირობებული იყო ტექნიკური და სისტემური უსაფრთხოების ფაქტორებით, გადამცემი სიმძლავრის შეზღუდვებითა და რეგიონალური გაზის ბაზრის დინამიკით, რადგან აზერბაიჯანმა გაზის ექსპორტი ევროპისკენ გაზარდა.

შედეგად, სისტემის ბალანსისა და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იმპორტი დივერსიფიცირდა რუსეთზე, თურქეთსა და სომხეთზე. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში წერია, რომელიც იანვრარში ენერგეტიკის ბაზარს ეხება.

2026 წლის იანვარში ელექტროენერგიის ჯამურმა მოთხოვნამ 1.5 ტვტ.სთ შეადგინა, რაც 18%-იანი ზრდაა წლიურ ჭრილში. ადგილობრივმა გენერაციამ ჯამური მიწოდების 61% დაფარა, ხოლო იმპორტმა - 39%.

იმპორტის მოცულობა წლიურად 72%-ით გაიზარდა და 0.6 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო მისი ჯამური ღირებულება რეკორდულად მაღალ ნიშნულზე - 22.5 მლნ დოლარამდე გაიზარდა (ზლიური ზრდა 157%).
იანვარში იმპორტის სტრუქტურა უჩვეულოდ შეიცვალა და განხორციელდა რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან, ნაცვლად აზერბაიჯანისა, რომელიც ტრადიციული მომწოდებელია.

იმპორტის სტრუქტურა შემდგენაირი იყო:

  • • რუსეთი - 67.5% (აქედან აფხაზეთისთვის 38% შეღავათიანი ფასით და 29% კომერციული იმპორტი);
  • • თურქეთი - 20.6%;
  • • სომხეთი - 11%;

იმპორტის საშუალო ფასი 3.8 აშშ ცენტამდე გაიზარდა (ზრდა 49% წ/წ), ხოლო კომერციული ფასი (აფხაზეთის გამოკლებით) 6.3 ცენტს შეადგენდა (5% წ/წ).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები