მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დენთან და გაზთან ერთად მოსახლეობის ნაწილი დასუფთავების გადასახადისგანაც გათავისუფლდა - კალაძე

5e870df322e41
ანუკა ჯოხაძე
03.04.20 14:14
866
დასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლდება მოსახლეობა, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალაძე ამბობს, შეღავათები კომუნალურებზე, რომელიც პრემიერმინისტრმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, გაზთან და ელექტროენერგიასთან ერთად დასუფთავების გადასახადსაც შეეხება.

“იცით, რომ იჯარისგან გავათავისუფლეთ კაფე-ბარები 1 წლის განმავლობაში და ასევე, ყველა ის მოიჯარე, რომელსაც იჯარით აქვს შენობა-ნაგებობა ან მიწა სამი თვის განმავლობაში, ეს ბიზნესიც გათავისუფლებული იქნა იჯარისგან. ასევე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ კომუნალურების შეღავათებზე, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა, ეხება როგორც ელექტროენრგიაზე, გაზზე ასევე ნარჩენების გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული ჩვენი მოსახლეობა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში”-აცხადებს კახა კალაძე.

მთავრობის სუბსიდია - ვის აღარ მოუწევს კომუნალურების გადახდა სამი თვით?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები