მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეოლიგარქიზაცია უკრაინას უფრო ეხება, ვიდრე ჩვენ - ღარიბაშვილი

62b30ca39a3e0
მარიამ ვარადაშვილი
22.06.22 16:33
659

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ოლიგარქების პრობლემა საქართველოში არ დგას, ხოლო ევროკომისიის რეკომენდაცია ძირითადად უკრაინას ეხება.

“ხელზე დახვეული აქვთ თემა და ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა მოახერხოს ქვეყანამ. მინდა შეგახსენოთ, რომ დეოლიგარქიზაცია ჩაიწერა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც. რეალურად ეს უკრაინას უფრო ეხება, ვიდრე ჩვენ. ჩვენ მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება. სად თქვეს, რომ ივანიშვილი მთავარი ოლიგარქია?! ვინ თქვა?! ეს ტყუილია”,-განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, ქვეყანაში ოლიგარქები არიან მამუკა ხაზარაძე, მიხეილ სააკაშვილი, მისი ბიძა და ა.შ. მაგრამ ამ ტერმინში ბიძინა ივანიშვილი არ იგულისხმება:

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს" -ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღეს პრემიერი მთავრობის წლიურ ანგარიშს პარლამენტს აცნობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები