მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეოლიგარქიზაციის საკითხზე სამოქმედო გეგმა შემუშავდება - მთავრობის ადმინისტრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი
BM. GE
04.09.23 17:50
44

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 67-ე სხდომა გაიმართა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირში ინტეგრაციისა და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის ექვსი თვის ანგარიში, რომელიც სხვადასხვა უწყებების ჩართულობით მომზადდა.

"აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ევროპელ კოლეგებს უახლოეს მომავალში წარედგინება. სხდომის წევრებმა იმსჯელეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. განიხილეს ახლო მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები.

კომისიის ფარგლებში ისაუბრეს დეოლიგარქიზაციის საკითხის სისტემურ მიდგომაზე, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის შესაბამისად ხორციელდება. გადაწყდა, რომ შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს იმ ნაბიჯებს, რაც შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის დასკვნებთან და ევროკავშირის მოთხოვნებთან. აღინიშნა, რომ ეს არის ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულებას კიდევ უფრო სრულყოფს და ევროკავშირის ანგარიშის მომზადებამდე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სრულყოფილად წარმოაჩენს",- წერია განცხადებაში. 

ვენეციის კომისია ივნისში საქართველოს ხელისუფლებას ურჩევდა, უარი ეთქვა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები