ხელისუფლებამ საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტი მოამზადა.
დოკუმენტის შექმნის საჭიროება დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიამ საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მიღების შეჩერებისკენ მოუწოდა. ამასთან, ევროკავშირმა სახელმწიფოს მოუწოდა გადაჭარბებული გავლენების შემცირებისთვის უფრო სისტემური და ყოვლისმომცველი მიდგომა გამოეყენებინა. სწორედ სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებისთვის მომზადდა აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს 7 სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე - მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.
უცნობია ითვალისწინებს თუ არა სახელისუფლებო პარტიის მიერ მომზადებული სტრატეგია Forbes-ის ან Bloomberg-ის მილიარდერთა სიის გახსნას, შემოწმებას მათ შორის იძებნებიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები და იმის გამოკვლევას აქვთ თუ არა მათ რაიმე კავშირი როგორც ქვეყნის ხელისუფლებასთან, ასევე მედიასა და რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. ამის მიუხედავად, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ის “შედეგებზე ორიენტირებულია”.
რამდენიმე დღის წინ, კითხვაზე არის თუ არა ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ივანიშვილის გარდა საქართველოში ოლიგარქები არ არიან.
“მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა: