მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეოლოგარქიზაციის გეგმა ევროკომისიას გადაეგზავნება - მთავრობა

ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ევროინტეგრაციის კომისიის 70-ე სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

სამოქმედო გეგმის მომზადებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით გაუწია კოორდინაცია. გეგმა ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით მომზადდა. მასში გაწერილია რეკომენდაციების ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული ნაბიჯები, განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები და შესრულების ვადები.

კომისიის გადაწყვეტილებით სამოქმედო გეგმა ევროკომისიას გადაეგზავნება.

კორუფცია, სახელმწიფო შესყიდვები, მართლმსაჯულება - რას ითვალისწინებს დეოლიგარქიზაციის სამთავრობო გეგმა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები