მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დეპარტამენტის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის გამოღვიძებისკენ მოწოდებაა“ - ლუკ კოფი

642e7a6ee9ef1
BM.GE
06.04.23 12:30
434
„ჰადსონის ინსტიტუტის“ მკვლევარი ლუკ კოფი ამბობს, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის აუცილებლობასთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში დასავლელმა პარტნიორებმა არაერთი რეკომენდაცია გასცეს და ესაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო ერთ-ერთი მოთხოვნაც იმისთვის, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლო იყოს უზრუნველყოფილი.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება დასავლელი პარტნიორების მხრიდან პოლიტიკურ სივრცეში კორუფციის თაობაზე არსებული შეშფოთების მასშტაბზე მინიშნებაა.

„ჰადსონის ინსტიტუტის“ მკვლევარი ამბობს, რომ ესაა მოწოდება „გამოღვიძებისკენ“:

“სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადება აჩვენებს, რამდენად სერიოზულად უდგება სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ბრალდებებს. დეპარტამენტის ეს ნაბიჯი უნდა იყოს მოწოდება გამოღვიძებისკენ საქართველოს მთავრობაში“, - ამბობს კოფი და დასძენს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამის „მსგავსი სამომავლო ნაბიჯები ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით უნდა გადადგას“.

სტატია სრულად


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. როგორც გუშინ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. როგორც განცხადებაში ბლინკენი აღნიშნავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები