დაახლოებით სამი თვის წინ, ქართული ბრენდებისა და წარმოების პოპულარიზაციის მიზნით, ქართული ბრენდების შოურუმი Department ამოქმედდა. ამჟამად სივრცეში 20-ზე მეტი ქართული კომპანია თავისი პროდუქციითაა წარმოდგენილი და მომხმარებლებს ადგილზე მისვლა, დათვალიერება და შეძენა შეუძლიათ. თითოეული მათგანისთვის ფიზიკურ სივრცეში პროდუქციის წარმოდგენა მთავარი გამოწვევა იყო, შესაბამისად, ამ სივრცემ პროცესი ბევრად გაუმარტივათ. department აქ წარმოდგენილ კომპანიებს ყველანაირ მომსახურებას თავად სთავაზობს - იქნება ეს კონსულტანტი, ფოტო-ვიდეო გადაღება თუ სხვა მრავალი.
ზუკა შანიძე - Department, დამფუძნებელი;
ანასტასია ნასარიძე - LURI, პიარ-მენეჯერი;