მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოლარიზაციის ხელშეწყობა კი არა წახალისება ხდება... ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციებს? - კალაძე

6483676478442
BM.GE
09.06.23 22:15
598
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კარგი იქნება, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გამჭირვალე იყოს და საზოგადოება აღნიშნულ ინფორმაციას ფლობდეს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ფინანსური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის მათი ფინანსური გამჭვირვალობა, თუ ვინ აფინანსებს აღნიშნულ ორგანიზაციებს, საიდან მოდის ეს თანხები. როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი და ვხედავთ, რომ არა თუ დეპოლარიზაციის ხელშეწყობა, არამედ პირიქით, წახალისება ხდება, საინტერესოა ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, ვინც პოლარიზაციის პროცესში უშუალოდაა ჩართული? ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, რომ ეს ყველაფერი გამჭირვალე იყოს და საზოგადოებას ჰქონდეს მათ დამფინანსებლებზე ინფორმაცია - პარტია იქნება ეს თუ არასამთავრობო ორგანიზაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები