მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში

BM.GE
01.02.23 10:26
287
დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ბანკებში არსებული დეპოზიტები 15,000 ლარამდე მოცულობით დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოს მიერ არის დაზღვეული. ამისთვის ქვეყანაში მოქმედი ბანკები სააგენტოს ყოველთვიურად სპეციალურ სადაზღვევო პრემიას უხდიან. ამ შენატანების ზომამ ნოემბერში 3.4 მილიონი ლარი შეადგინა. 

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლის თებერვლიდან ამოქმედდა, ფონდის არსებობის 4 წელზე დიდი პერიოდის განმავლობაში მთლიანმა შენატანებმა 128.7 მილიონ ლარს მიაღწია. 

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ), რომელიც 2017 წლის 3 ივლისს დაარსდა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სააგენტოს მთავარი ფუნქციაა საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში არსებული რეზიდენტი და არარეზიდენტი პირების დეპოზიტების დაზღვევა. 

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებისმიერი კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემთხვევაში, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 20 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს დეპოზიტორების კუთვნილი თანხების ანაზღაურებას დადგენილი ზღვრის ფარგლებში. სააგენტოს ზედამხედველობას უწევს სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და კომერციული ბანკების მიერ შერჩეული 2 დამოუკიდებელი წევრის შემადგენლობით. 

როგორია 2023 წლის დასაწყისისთვის შედეგები და რამდენად მზარდია პორტფელი?

სტუმრები: ალექსანდრე ძნელაძე - საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი;
ლევან თოდუა - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები