მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატებს პარლამენტის შენობის შესასვლელებთან ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის გამო „სირცხვილის კორიდორს" მოუწყობენ

6400d0c8642c8
ალა ისპირიანი
02.03.23 20:29
689
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

როგორც ცნობილი გახდა, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელებთან გადაინაცვლეს, სადაც დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორი“ უნდა მოუწყონ.

აქციის მონაწილეები "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, პარლამენტში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე საუბარი მიმდინარეობს. 

არაერთი მცდელობის მიუხედავად, პარლამენტში გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ვერ იწყება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები