"ქართული ოცნების" დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. ენუქიძე პარლამენტის ერთ-ერთი უმდიდრესი წევრია, რომელიც ჰოლდინგ "იბერკომპანის" ფლობს. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივები 97.6 მილიონი ლარია.
კომპანია "იბერკომპანის" გარდა, ენუქიძე დეკლარაციაში ასევე უთითებს 20-ზე მეტ სხვა კომპანიასაც, რომელშიც ის წილებს ფლობს, მათ შორის "არქი თაუერი" 25%-ის წილით, "ალიანს მოტორსი" 25%-ის წილით, "არქი რივერსაიდი" 50%-ის წილით, შპს მარნეული ალმონდს 90%-ის წილით, სადაც გოჩა ენუქიძის ბიზნესპარტნიორი ზაზა ფაჩულიაა.
გოჩა ენუქიძე დეკლარაციაში შემდეგ უძრავ ქონებას უთითებს
-ბინა, ქ. თბილისი, ლ. მიქელაძის ქ. №1 – 345 მ², შეძენილი 2002 წელს 27,600 ლარად; ბინასთან ერთად ავტოფარეხი 20 მ².
-ბინა, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №37ლ - 65.8 მ², შეძენილი 2016 წელს 160,000 ლარად.
-ბინა, დაბა წყნეთი, აფხაზეთის ქ. №26 – 69.8 მ², შეძენილი 2011 წელს 18,600 ლარად.
-ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №37ლ, ავტოსადგომი №160 – 43 მ², შეძენილი 2014 წელს 35,084 ლარად.
-იგივე მისამართზე, ავტოსადგომი №159 – მიწის ნაკვეთი 22.6 მ², შეძენილი 2014 წელს 17,542 ლარად.
მიწის ნაკვეთები და შენობები
-ქ. თბილისი, გიორგი სააკაძის ქ. №117 – მიწა 169 მ², მემკვიდრეობით მიღებული (2018); საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები ჯამში 282 მ².
-ქ. თბილისი, დიღმის საცდელი მეურნეობა – მიწა 1,000 მ²; საცხოვრებელი 241.3 მ², სარდაფი 156.3 მ², აუზი 65 მ², სხვა დამხმარე ფართები და ავტოსადგომი.
-ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქ. №38 – მიწა 2,883 მ², შეძენილი 2021 წელს 125,000 ლარად; შენობები (ნაწილობრივ დოკუმენტაციის გარეშე) 346.7 მ².
-ამბროლაური, მ. კოსტავას ქ. №8 – მიწა 1,018 მ², შეძენილი 2007 წელს 10,485 ლარად.
-ამბროლაური, სოფ. კვირიკეწმინდა, მე-2 ქ. I ჩიხი №1 – მიწა 4,576 მ², რეგისტრაცია 2023; ერთი შენობა, შეზღუდული სარგებლობის სტატუსით.
დეპუტატი ქონებრივ დეკლარაციაში ასევე უთითებს 2022 წელს 161,000 ევროდ შეძენილ Aston Martin-ს.
საბანკო დეპოზიტებზე ენუქიძე 305,000 ლარის დანაზოგებს უთითებს. ამას გარდა, ქონებრივ დეკლარაციაში შემდეგი ინფორმაცია არის მითითებული
-ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი — 193 108 აშშ დოლარი;
-აქციების ყიდვაში გაწეული ხარჯი — 242 780 აშშ დოლარი;
-სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი — 465 000 ლარი;
-პირადი ხარჯები — 70 000 ლარი, მათ შორის დასვენება და მკურნალობა;
-დამატებითი შემოსავლები — კაპიტალის გადაადგილებიდან 40 000 ლარი.
გოჩა ენუქიძემ 2024 წელს დეპუტატის ხელფასის სახით 46,000 ლარი მიიღო. ამჟამად ენუქიძე პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.
გოჩა ენუქიძე დეპუტატის პოსტს წინა ოთხი მოწვევის პარლამენტშიც იკავებდა, 2008 წლიდან ენმ-ის 2012 წლიდან კი "ქართული ოცნების" სიით.




























