დეპუტატმა, ევროპელი სოციალისტების ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ 2022 წელს ვერტმფრენი შეიძინა, - ამის შესახებ დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა.
დეკლარაციაში მითითებული არაა ვერტმფრენის ბრენდი, მხოლოდ აღნიშნულია, რომ 2022 წელს დეპუტატმა მის შესაძენად 186 ათასი ევრო გაიღო.
დეპუტატის 40-გვერდიან დეკლარაციაში აღნიშნულია დიდძალი ქონება, მათ შორის 2021 წელს 136,000 ევროდ შესყიდული S 560 MAYBACH-ი და 2022 წელს 68,710 ლარად შესყიდული LEXUS GX470-ი.
დოკუმენტის თანახმად, დეპუტატის 57,703 ლარის ხელფასი მცირე ნაწილია იმ თანხისა, რაც ფრიდონ ინჯიამ შემოსავლების სახით გასულ წელს მიიღო. მთლიანობაში დეპუტატის ქონება რამდენიმე მილიონ დოლარს აღწევს.