მთავრობამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თეა წულუკიანს, რომელსაც დღეისთვის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი უკავია, სახელმწიფო დაცვა 1 წლით გაუხანგრძლივა.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ 2 588-ე განკარგულებაში წერია: „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს - თეა წულუკიანს დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2027 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“.
დაცვის ღონისძიებები სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს.
























