მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Destination DEFENDER | ჯი-თი მოტორსის ორგანიზებით საქართველოში კიდევ ერთი დაუვიწყარი off-road ტური გაიმართა

ჯი-თი მოტორსი
27.09.24 19:26
3446

ჯი-თი მოტორსმა DEFENDER-ის მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი დაუვიწყარი off-road ტური ჯავახეთში გამართა. ღონისძიებაში მონაწილეობა 100-ზე მეტმა DEFENDER-მა მიიღო.

ამ მასშტაბური და თავგადასავლებით სავსე დღეების მთავარი მიზანი, ავტომობილის სრული პოტენციალის აღმოჩენა, ჯავახეთის ბუნების გაცნობა და DEFENDER Community-ს გაფართოება იყო.

ფარავნის ტბაზე მოეწყო სპეციალურად ჭაობში შემუშავებული off-road აქტივობა და ჯავახეთის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი შტრიხებით შექმნილი პიკნიკი, რომელიც სრულიად იზიარებდა ბრენდის ხასიათს.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, GT Motors-მა საქართველოში უმასპინძლა Land Rover-ის სერტიფიცირებულ ინსტრუქტორებს. მათმა გამოცდილებამ, კომპანიის გუნდთან ერთად, უზრუნველყო, სტუმრებისთვის საუკეთესო off-road გამოცდილების შექმნა.

დღის კულმინაციური მომენტი ვახშმის დროს უახლესი DEFENDER OCTA-ს მოულოდნელი და ექსკლუზიური წარდგენა იყო. ქართველი მომხმარებლებისთვის Pre-Production მოდელი, რამდენიმე დღით მხოლოდ ამ ღონისძიებაზე წარსადგენად ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად ეს ავტომობილი საქართველოში ჩამოსვლამდე ინგლისის სამეფო ოჯახმა იხილა.

DEFENDER OCTA წარმოადგენს სიძლიერის, სიმტკიცისა და კომფორტის მწვერვალს და არის ყველაზე სწრაფი და მძლავრი DEFENDER-ი რაც კი ოდესმე შექმნილა, რომელსაც მომხმარებლები გაყიდვაში სულ მალე იხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები