მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Deutsche Bank-ის მრჩეველთა საბჭოს ჰენრი კისინჯერი, ერიკ შმიდტი და პოლ ახლაიტნერი უერთდებიან

6362139d58b39
გიორგი თოლორდავა
02.11.22 16:57
625
უმსხვილესი გერმანული საფინანსო ორგანიზაციის, Deutsche Bank-ის სპეციალურ მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრები ჰყავს, მათ შორისაა: Google-ის ყოფილი CEO ერიკ შმიდტი, დიპლომატი ჰენრი კისინჯერი და Deutsche-ს ყოფილი თავმჯდომარე პოლ ახლაიტნერი.

ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მრჩეველთა საბჭო წელიწადში ორჯერ შეიკრიბება და ის Deutsche Bank-ის გრძელვადიან სტრატეგიას განსაზღვრავს, ზემოხსენებული პირების ექსპერტული მოსაზრება კი დირექტორთა საბჭოსა და კომპანიის მენეჯმენტს, მაკროეკონომიკური, გეოპოლიტიკური და სოციალური ფაქტორების ანალიზის საფუძველზე, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

"ასე სწრაფად ცვალებად სამყაროში, გლობალური საფინანსო ინსტიტუტებისთვის განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკურ, სოციალურ და ტექნოლოგიურ სფეროებში მიმდინარე ცვლილებების აღმოჩენას და შესაძლებლობების ადრეულ ეტაპზევე იდენტიფიცირებას, რათა ბანკისა და მისი კლიენტებისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებები დროულად იქნეს მიღებული", - აღნიშნულია Deutsche Bank-ის წარმომადგენლობის განცხადებაში.

99 წლის ჰენრი კისინჯერი პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონისა და ჯერად ფორდის ადმინისტრაციებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იყო. მას საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკისა და დიპლომატიის შესახებ არაერთი წიგნი და აკადემიური ნაშრომი აქვს დაწერილი. კისინჯერის ქონება დაახლოებით 50 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

67 წლის ერიკ ემერსონ შმიდტი 2001-2011 წლებში Google-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით Google-ი მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად იქცა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.17 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, თავად შმიდტის პირად ქონებას კი Forbes-ი 16.7 მილიარდ დოლარად აფასებს.

რაც შეეხება პოლ ახლაიტნერს, 66 წლის ფინანსისტი წლების განმავლობაში Goldman Sachs-ის აღმასრულებელი იყო, თითქმის ათი წლის განმავლობაში კი ის Deutsche Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. Forebs-ის შეფასებით, მისი ქონება 85 მილიონ დოლარს შეადგენს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები