მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Deutsche Bank-მა ევროკავშირის ახალი რეგულაციები გააკრიტიკა

Deutsche-Bank

Deutsche Bank-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ევროკავშირში დაგეგმილი ახალი საბანკო რეგულაციები შეიძლება სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს რეგიონისთვის თავდაცვის ხარჯების ზრდისა და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ევროკავშირის ქვეყნები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ სამხედრო ბიუჯეტების გაზრდაზე. თუმცა Deutsche Bank-ის ანგარიშის მიხედვით, ფინანსური სექტორისთვის გამკაცრებული რეგულაციები და კაპიტალის გაზრდის მოთხოვნები შეამცირებს ბანკების შესაძლებლობებს, დააფინანსონ ის მასშტაბური პროექტები, რომლებიც აუცილებელია თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბანკები უკვე განიცდიან ზეწოლას მაღალი საპროცენტო განაკვეთების, ეკონომიკური ზრდის შენელებისა და რეგულატორული წნეხის გამო.

Deutsche Bank-ის შეფასებით, ყოველი ახალი რეგულაცია სულ უფრო მეტად აფერხებს ევროკავშირის განვითარების ტემპს, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკური სტაგნაციის წინაპირობას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები