აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 11%-ით, 1 422 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 17%-ით შემცირდა და 56 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ბათუმში 2023 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 41%-იანი კლება დაფიქსირდა.
კლების ტენდენციაა თბილისში უძრავი ქონების მიმართ ინტერესის შეფასებისას.
BMGTV -ის გადაცემა „საქმიანი დილას“ ეთერში Sakura Properties-ის დამფუძნებელმა ვიქტორია საკუროვამ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მშენებარე და მეორად ბაზარზე განსხვავებული მდგომარეობაა.
მისი თქმით, თუ მაგალითად მშენებარე ბინების შემთხვევაში დეველოპერები ფასს მოქნილი პირობებით ინარჩუნებენ, ეს მეორად ბაზარზე ვერ მოხდება, რაც უძრავ ქონებაზე ფასს ავტომატურად ამცირებს.
„უძრავი ქონების კომპანიები ვხედავთ, რომ მოთხოვნა შემცირდა და ფასები რაღაც დონეზე ისევ მაღალი ნარჩუნდება. თუმცა,რომ ავიღო იანვარი და სექტემბერი, ფასებში ძალიან დიდი განსხვავებაა, რადგან მეორად ბაზარზე ფასები საგრძნობლად დაბლა წავიდა. მეორად ბაზარზე აკლდება ის შარშანდელი მომატებული ფასები, რაც გვაფიქრებინებს, რომ მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთს დაუახლოვდება.
რაც შეეხება მშენებარე ბინებს ამ შემთხვევაში ასეთ კლებას ვერ ვხედავთ, რადგან ჯერ-ჯერობით მშენებარე ბინა ადამიანისთვის უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე მეორად ბაზარზე, რადგან მშენებარეს შემთხვევაში გადახდა მოქნილია.
რაც შეეხება ახალ აშენებულ ბინებს, მათზე მოსთხოვა არის მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მესაკუთრე ვერ მიხვდა ფასი უნდა დააკლოს თუ არა. ზოგს აქვს მოლოდინი, რომ ეს სიტუაცია დაბრუნდება და ზოგს აქვს შეგრძნება, რომ ეს სიტუაცია კიდევ არსებობს თუმცა ჩვენ კულისებიდან ვხედავ რომ ეს სიტუაცია აღარ არსებობს და ყველა მესაკუთრეს რეკომენდაციას ვუწევთ, რომ თუ არარეალურ ფასად გაყიდვა გადაწყვიტა ვერ გაყიდის", - განაცხადა მან.
კითხვაზე, რამ გამოიწვია უძრავ ქონებაზე ფასის კლება? მან უპასუხა, რომ მიზეზი მათ შორის მიგრანტების ეფექტია.
"შემცირებულია მიგრანტების მხრიდან მოთხოვნა და ხელმისაწვდომი აღარ არის უძრავი ქონება ადამიანებისთვის, ამიტომ ყველა გაჩერებულია.
რაც შეეხება მშენებარე ბინებს იქ ფასები ნარჩუნდება, რადგან მუშახელი გაძვირდა, მასალების დეფიციტია და მიწების შეძენა დეველოპერებს იმდენად აღარ შეეძლოთ, რამდენადაც ადრე რადგან ეს მიწებიც ფიზიკურად აღარ არსებობს და რაც არის ძალიან ძვირია. თუმცა დეველოპერები მოქნილები გახდნენ, ფასებს ინარჩუნებენ იმის ხარჯზე, რომ უფრო მოქნილ პირობებს სთავაზობენ თავიანთ მომხმარებლებს“, - განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.