მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეველოპერულ სექტორს ეკონომიკის სტაბილურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ნოშრევან ნამორაძე

63a880dc88c85
თელარა გელანტია
25.12.22 22:18
2122
კომპანია VR Holding-ის დამფუძნებელ ნოშრევან ნამორაძის შეფასებით, დეველოპერულ სექტორს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

უძრავი ქონების სექტორის როლსა და უშუალოდ VR Holding-ის პროექტების წვლილზე ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში მან გადაცემა „Forbes კვირაში“ ისაუბრა.

ბიზნესმენის ინფორმაციით, „ვილა რეზიდენსის“ ჯამური ინვესტიცია 200 მლნ დოლარია, რაც „ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან სასიკეთოა“.

„დეველოპერული სექტორი ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა საქართველოში, შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკის სტაბილურობაში. საკმაოდ თვალსაჩინო მაგალითი იყო პანდემიის პერიოდი, როდესაც სხვადასხვა ბიზნესის მუშაობა შეფერხდა ან საერთოდ შეწყდა; მაშინ სწორედ დეველოპერული სექტორი წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ ძირითად ღერძს, რომელმაც განაგრძო უწყვეტი მუშაობა და განვითარება. აგრეთვე, აღსანიშნავია მომიჯნავე დარგებისა და ბიზნესის განვითარება, რაც პირდაპირ ბმაშია ჩვენს სექტორთან.

ეკონომიკის განვითარებაში VR Holding-ს, როგორც მსხვილ დეველოპერს, მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენს პროექტში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული არიან, როგორც საცხოვრებელი, ასევე საინვესტიციო მიზნით. შესაბამისად, მიმდინარე ტრანზაქციებით ქვეყანაში ხდება ინვესტიციების შემოდინება, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობასა და კეთილდღეობასთან“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

რაც შეეხება სამუშაო ადგილების შექმნაში კომპანიის წვლილს, ნოშრევან ნამორაძის თქმით, ამ მხრივაც, VR Holding-ის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი დეველოპერი ქვეყანაშია, რომელსაც ჰყავს ასობით ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომლებიც სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ.

„ჩვენი ძლიერი და მაღალკვალიფიციური გუნდი ითვლის მრავალ ადამიანს და ოჯახს; კომპანიის ზრდასთან პირდაპირპროპორციულია დასაქმებულთა რიცხვის ზრდაც, რაც ძალიან გვახარებს“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები