გასული თვეების განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 20-ზე მეტ წევრ კომპანიას ესტუმრა და ადგილზე მათი საქმიანობის დეტალებს, საჭიროებებს, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტებს გაეცნო. BAG ამ ტრადიციას არც მიმდინარე სეზონზე ღალატობს და ამჯერად, მისი წარმომადგენლები 35-წლიანი ისტორიის მქონე დეველოპერულ კომპანია “არსში” იმყოფებოდნენ. “არსის” ანგარიშზე უკვე არაერთი მიმდინარე თუ დასრულებული პროექტი ერთიანდება, რომლებმაც თბილისის ურბანულ ცხოვრებაში თავისი გამორჩეული ნიშა დაიკავეს.