მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დევიდ კომა იტალიური Blumarine-ის კრეატიული დირექტორი გახდა

კომახიძე

ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერი, დავით კომახიძე (David Koma) იტალიური ბრენდის, Blumarine-ის კრეატიული დირექტორი გახდა - ამის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიამ განაცხადა. კომა აღნიშნულ პოზიციაზე ვოლტერ ჩიაპონს ჩაანაცვლებს, რომელიც Blumarine-ის დიზაინერი ერთი სეზონის განმავლობაში იყო.

კომახიძე Blumarine-ის ბრენდის ქვეშ თავის პირველ კოლექციას 2025 წლის მაისი-ივნისის პერიოდში, წინასაშემოდგომო სეზონზე წარადგენს.

კომამ ლონდონში მოდის სახლი DAVID KOMA 2009 წელს გახსნა და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს ლონდონის მოდის კვირეულებში. 2013-2017 წლებში, კომახიძე ხელმძღვანელობდა ბრენდ Mugler-საც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები