მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დევნილ მოსახლეობას დენი უფასოდ მიეწოდება" - ლიეტუვის გრანტით ერედვის მუნიციპალიტეტში მზის სადგურები მოეწყობა

323

ერედვის მუნიციპალიტეტი ლიეტუვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოსგან 709 598 ევროს გრანტს მიიღებს.

მთავრობის განკარგულებით, მუნიციპალიტეტს გრანტის მიღებაზე თანხმობა მიეცა.

BM.GE დაინტერესდა, რას მოხმარდება გრანტი. როგორც ერედვის მუნიციპალიტეტში განგვიცხადეს, 4 დასახლებაში იგეგმება ჯამურად 718 კილოვატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მოწყობა,

პროექტი მიმდინარე წელს განხორციელდება და შედეგად, გამომუშავებული ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება დევნილ მოსახლეობას შავშვების დევნილთა დასახლებაში, ბერბუკის დევნილთა დასახლებაში, ასევე საგურამოს ორ დასახლებაში.

აღსანიშნავია, რომ ასევე ლიეტუვის გრანტით, 2023 წელს კოდის დევნილთა დასახლებაში 375 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური მოეწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები