მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯეოსთილი” მზის ელექტროსადგურების მშენებლობას გეგმავს - ჯამური სიმძლავრე 57.5 მეგავატია

ჯეოსთილი

საქართველოში არმატურის უმსხვილეს მწარმოებელ “ჯეოსთილს” მზის ენერგიის ათვისების კუთხით დიდი გეგმები აქვს.

მთავრობამ უკვე მოიწონა “ჯეოსთილის” 2 პროექტი. ერთი მათგანი 50 მეგავატი მზის ელექტროსადგურის აშენებას, მეორე კი 7.5 მეგავატი მზის სადგურის აშენებას მოიცავს.

კერძოდ, მთავრობამ მოიწონა "ჯეოსთილის მიერ განხორციელებული სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, ასევე საქართველოს მთავრობას, სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა" (ესკო) და შპს ჯეოსთილს შორის დასადები 50 მგვტ. და 7.5 მგვტ. მზის ელექტროსადგურები“ განხორციელების ხელშეკრულება. ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა კი, ეკონომიკის სამინისტროს დაევალა.

აღსანიშნავია, რომ ფოლადის საწარმო „ჯეოსთილმა", რომელიც საქართველოში არმატურის საერთო წარმოების 40%-ს ქმნის, 11.2 მეგავატიანი მზის პანელები წელს გაზაფხულზე დაამონტაჟა, რაც საქართველოში დღეისთვის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც მზის განახლებადი ენერგიის გამომუშავებას ახდენს.

მაშინ აღინიშნა, რომ ამ პროექტს “ჯეოსთილის” ძირითადი საწარმოო ხაზების დღიური ელექტროენერგიის მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკმაყოფილება შეუძლია. მზის ენერგიაზე გადასვლის მიზეზებს შორისაა საოპერაციო ხარჯებისა და გამონაბოლქვის შემცირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები