მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დევნილთა სააგენტო 300-სზე მეტ დევნილ ოჯახს სოფლად სახლებს შეუსყიდის

6210f0020d76b
ინგა მურუსიძე
19.02.22 17:40
1177
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 300-ზე მეტ დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

როგორც bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც 6-თვიანი ვადა მიეცათ.

აღსანიშნავია, რომ 2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 5000 ოჯახი განსახლდება.

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით, კომისიის სხდომები ყოველთვიურად გაიმართება. „სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

დევნილი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე - www.idp.gov.ge გამოქვეყნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები