თბილისში დეზერტირების ბაზრობის ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა არის დაგეგმილი - შესაბამისი განაცხადი თბილისის არქიტექტურის სამსახურმა უკვე დააკმაყოფილა და სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია.
არქიტექტურული პროექტის მიხედვით, შენობა 15.3 მეტრის იქნება და მასში ორი სართული განთავსდება. განაშენიანების საერთო ფართობი 17,994 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო უშუალოდ კომერციული ფართობი 12,458 კვადრატული მეტრი იქნება. ახალი სავაჭრო ცენტრი გააერთიანებს ბრენდულ მაღაზიებსა და საკვებ ობიექტებს.
პროექტს შპს "თბილისი მოლი" განახორციელებს, რომელიც ჰოლდინგ CBS ჯგუფის შემადგენელი კომპანიაა. ჰოლდინგის დამფუძნებელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა. BMG-იმ ჯგუფის პრესსამსახურს მიმართა კითხვებით როდის იგეგმება მშენებლობის დაწყება და რა არის ახალი პროექტის საინვესტიციო ღირებულება, კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ოფიციალური წარდგენა უახლოეს მომავალში იგეგმება.
მერიის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი პროექტის მიხედვით, ახალი სავაჭრო ცენტრი ასეთი იქნება: