მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DFC-ის საქართველოში $800 მილიონის კუმულაციური ინვესტიცია აქვს განხორციელებული

62b57805f06c1
გიორგი თოლორდავა
25.06.22 01:00
1092
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მიერ გასული 30 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების კუმულაციური ღირებულება 800 მილიონ დოლარს აღწევს.

საქართველოში ვიზიტის დროს, BMG-სთან ინტერვიუში DFC-ის გენერალურმა დირექტორმა სკოტ ნათანმა აღნიშნა, რომ აშშ-ისა და საქართველოს მრავალწლიან თანამშრომლობას შთამბეჭდავი შედეგები აქვს, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი სასტუმრო „თბილისი მარიოტია“.

„ამერიკის მთავრობის, DFC-ისა და მისი წინამორბედის (OPIC) მხარდაჭერით საქართველოში 60-მდე პროექტია განხორციელებული და ამ პროექტებზე გამოყოფილი თანხის კუმულაციური მოცულობა 800 მილიონ დოლარს აღწევს. ჩვენი პროგრამები მოიცავს როგორც სტუმარმასპინძლობის, ასევე ლოგისტიკისა და ჯანდაცვის სექტორებს.

აუცილებლად უნდა ვაღიაროთ ის უზარმაზარი პროგრესი, რომლის მიღწევაც შევძელით. ეს წარმოუდგენლად შთამბეჭდავია და ამ განვითარების ტენდენციის შენარჩუნება აუცილებელია.

ქვეყნის განვითარება მაშინ მოხერხდება, როცა ამისათვის საჭირო ფიზიკური ინფრასტრუქტურა გამართული იქნება, თუმცა ასევე აუცილებელია რეფორმებსა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის განვითარება. დიახ, თუკი თქვენ გსურთ განვითარება, ამისათვის საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება, რათა შესაძლებელი გახდეს როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკის განვითარება. ეს არის ის საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში კაპიტალის მოზიდვას და განვითარებას“, - განაცხადა სკოტ ნათანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები