დღეიდან 65 წელზე მეტი ასაკის პირების ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია იწყება.
ასაკობრივ ჯგუფებთან ერთად ჩვეულებრივ აიცრებიან ექიმებიც.
„ყველამ ვიცით, რომ სწორედ ეს ჯგუფები არიან ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლისთვისაც ინფექცია ყველაზე საშიშია და პროცესი დავაჩქარეთ“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
ინფორმაციისთვის, ამაღამ საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზას ელოდებიან.




























