უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა 23 საათის ნაცვლად, დაშვებული იქნება 22 საათამდე.
"როგორც თქვენთვის ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ცალკეული შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციას ისახავს მიზნად, თუმცა მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, საბჭომ დღეს რამდენიმე დამატებითი შეზღუდვის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
კერძოდ,25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე; პარალელურად, გაგრძელდება კვების ობიექტებისთვის დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი“, - განაცხადა გუშინდელ ბრიფინგზე ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა კი კვების ობიექტები გააფრთხილა, რომ 22 საათის შემდეგ შეზღუდვის აღსრულების მკაცრი კონტროლი მოხდება.

























