მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"22 საათის შემდეგ იქნება მკაცრი კონტროლი" - შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს აფრთხილებს

6124e5be47538
BM.GE
24.08.21 16:27
1265
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23 საათის ნაცვლად 22 საათამდე ეზღუდებათ. 

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ კვების ობიექტები გააფრთხილა, რომ 22 საათის შემდეგ ობიექტებს მკაცრად გააკონტროლებენ.

"საღამოს 10 საათის შემდეგ იქნება მკაცრი მონიტორინგი აღსრულებასთან დაკავშირებით"-განაცხადა ფერაძემ.
 
მისი განმარტებით, შეზღუდვა არ ვრცელდება ე.წ თეიქ ევეი და დელივერი სერვისზე. ამასთან, შრომის ინსპექციასთან ერთად აღსრულების პროცესში აქტიურად ჩართვება შემოსავლების სამსახური და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეუწყება.

ფერაძემ კვების ობიექტებს აქამდე მოქმედი პროტოკოლიც შეახსენა და განმარტა, რომ ერთ სივრცეში 60 ადამიანზე მეტი არ დაიშვება. საუბარია არა სოციალურ ღონისძიებებზე, არამედ მაგალითად კვების ობიექტზე, სადაც არსებული პროტოკოლის შესაბამისად 4 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანის დაშვებაა ნებადართული, მაგრამ არაუმეტეს 60 ადამიანისა.

ფერაძის განცხადებით, 10 აგვისტოდან შრომის ინსპექციამ კოვიდ რეგულაციების აღსრულების გამკაცრებული კონტროლი დაიწყო და ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, მხოლოდ მასობრივი ღონისძიებების გამართვისთვის 21 ობიექტი დალუქეს.